“უკრაინას უთხრეს – თუ ამ ომს არ დაიწყებ, მაშინ ჩვენ ვერ დაგეხმარებითო; ახლა ეუბნებიან, რომ ნატოში უკრაინა ვერ გაწევრიანდება” – მაჭარაშვილი
“ჩვენ სტანდარტებით უკვე მზად ვიყავით ნატოში გასაწევრიანებლად რამდენიმე წლის წინ. ამას თავად ნატოს ხელმძღვანელობა აღიარებდა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, თავსებადი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ნატოს სტანდარტებთან.
“მაგრამ იქითა მხრიდან იყო ასეთი პასუხი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ისიც კი ვნახეთ, რომ უკრაინას უთხრეს – თუ ამ ომს არ დაიწყებ, მაშინ ჩვენ ვერ დაგეხმარებით. სამწუხაროდ, უკრაინამ ეს ნაბიჯი გადადგა სწორედ იმისთვის, რომ ნატოზე არ თქვა უარი და ახლა, პრაქტიკულად, უარს ეუბნებიან პირდაპირ – ამერიკის პრეზიდენტიც, გერმანიის კანცლერიც და ეუბნებიან, რომ ნატოში უკრაინა ვერ გაწევრიანდება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.