“ოჯახი – ეს არის ქალისა და კაცის ერთობა და სახელმწიფო რეგისტრაციაში არ გაატარებს სხვა არანაირ ერთობას” – წილოსანი
“კანონპროექტის მიზანია, რომ მკაფიოდ განსაზღვროს, სახელმწიფოს გადმოსახედიდან რა არის ოჯახი – ეს არის ქალისა და კაცის ერთობა და სახელმწიფო რეგისტრაციაში არ გაატარებს სხვა არანაირ ერთობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა ”ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტის შეფასებისას ისაუბრა.
მეორე მიზანი, რაც კანონპროექტს აქვს, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არის, რომ არასრულწლოვნები დაიცვას მავნე პროპაგანდისგან.
“ყველა სხვა საკითხი, რომელზეც შესაძლოა, იყოს კითხვები ან სხვადასხვა ინტერპრეტაცია, ჩვენს ინტერესშიც არის, რომ მაქსიმალურად დაზუსტდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ორგანიზაციას ვიწვევთ ამ დისკუსიაში”, – განმარტა წილოსანმა.