ბორის პისტორიუსი: გერმანია 2029 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსული საფრთხის გაზრდის გამო ომისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის 2029 წლისთვის“, – ციტირებს საინფორმაციო ჟურნალი Der Spiegel პისტორიუსის სიტყვებს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება ევროპულ ქვეყნებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოტენციური რუსული აგრესიის შესახებ გაძლიერებული შიშის ფონზე გააკეთა, რომელიც შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელდეს.

„ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პუტინი უკრაინის საზღვრებთან გაჩერდება, როდესაც ის ასე შორს წავა. გადაუდებელ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები