ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მზად არის ჩრდილოეთში უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის

ისრაელი მზად არის უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ კირიათ შმონაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციების განსახილველად ისრაელის თავდაცვის ძალების 769-ე ბრიგადის ძალებს ხვდება.

„ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს, დიდი შეცდომა დაუშვა. მიწა გუშინ დაიწვა და მოხარული ვარ, რომ ჩააქრეთ, მაგრამ მიწა ასევე დაიწვა ლიბანში. ჩვენ მზად ვართ ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში. ასეა თუ ისე, ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ინფორმაციისთვის, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო დაბომბვის შედეგად ისრაელის ჩრდილოეთში, დასახლებულ პუნქტებთან მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები