ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ინციდენტი მოხდა

ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე “თავისუფალი თაობის” წევრები შეიჭრნენ, რამაც დარბაზში ხმაური გამოიწვია.
“თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები ბაჩო ახალაიას მკვლელს უწოდებდნენ. აღნიშნული ინციდენტის შედეგად, მოსამართლემ “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი 300 ლარით დააჯარიმა. საქალაქო სასამართლოში ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომა გადაიდო მოტივით, რომ დაცვის მხარის მოწმეები სასამართლოში არ მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები