სლოვენიის პარლამენტმა პალესტინის აღიარებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სლოვენიის მთავრობის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ 53 დამსწრე პარლამენტის წევრიდან 52-მა მხარი დაუჭირა.
ინფორმაციისთვის, სლოვენია გაეროს 147-ე წევრია, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა. მანამდე, 28 მაისს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო.