საქსტატი: 2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 48.9 მლრდ ლარი შეადგინა

2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

„2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით მეტია.

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8 პროცენტი, საშუალოზე – 24.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.2 პროცენტი.

2024 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი – კაცი“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები