გია ვოლსკი: მეთიუ მილერს დაუსვა კითხვა ადამიანმა, რომელიც ხელფასს იღებს „ნაცმოძრაობის“ ფორმატის ან პროვოკაციული კითხვების დასასმელად
მთავარია, ვინ დაუსვა კითხვა მეთიუ მილერს, ადამიანმა, რომელიც ხელფასს იღებს „ნაცმოძრაობის“ ფორმატის ან პროვოკაციული კითხვების დასასმელად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ეს ადამიანი მაგალითია იმისა, რომ ისეთი კანონი იყოს მიღებული, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს თუ ვინ დასვა კითხვა. იგი მოწყვეტილია საქართველოს რეალობას და განცხადებებს აკეთებს იმისთვის, რათა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. მთავარი გამაღიზიანებელია ის უტიფრობა, რომელსაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებისადმი პოლიტიკური ჯგუფები იჩენენ. სანქციები იქნება შეუსაბამო, არასწორი და უსამართლო საქართველოსთან მიმართებაში. ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია. ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს. ვინც ჟივილ-ხივილშია და ყელგამოღადრულები ითხოვენ სანქციებს, სწორედ ეს ადამიანები აკეთებდნენ 2012 წლამდე იმას, რისი გაკეთებაც სურდა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.