„ჩეხოვს აქვს ერთი მოთხრობა, რომელიც დღეს პროზექტურის ბუზივით, ერთი ერთში აჯდება ოპოზიციის ბირკიან ტერფს, ანუ “ლოკალური ომის ქარტიას”. მისი ჩემებური “ქავერი” მგონი, ასევე კარგად იკითხება. მაშ ასე:
“გვიან საღამოს სახლში მიმავალ ზურაბიშვილს გზაში გაახსენდა, რომ ოფისში გასაღები დარჩენია. ორბელიანების სასახლეში დაბრუნებულს, ფანჯრებში გავარვარებული სინათლე დახვდა.
“ვინ უნდა იყოს ნეტავ, ასე გვიან, თანაც უჩემოდ?” – გაიფიქრა ქალბატონმა სალომემ და ფანჯარაში შეიხედა.
სხდომათა ოთახის გრძელ მაგიდასთან ისხდნენ ბურჯანაძე, ბესელია, დავითაია და ქარდავა. მათ გაოფლიანებულ სახეებს აზარტის კვალი ეტყობოდა, ხოლო გამოყენებული სფეციფიკური ტერმინოლოგიიდან, ზურაბიშვილი მიხვდა – რომ წესით ბანქოს რომელიღაც სახეობას თამაშობდნენ, თუმცა რომელს – ვერა და ვერ ვხვდებოდა, პრეფერანსისა და ჯოკერის რაღაც გაუგებარი ნაზავი უნდა ყოფილიყო.
„რას ჩამოდიხარ, შეჩემა – უბრიალებდა ქარდავას თვალებს დავითაია – მაგის ჩამოსვლა იქნებოდა? ხელზე ჭიჭე ვაშაძე, საბაბუაძე და გირჩი მიჭირავს, შენ კიდევ თაკოს ჩამოდიხარ? ხოდა დავრჩით „ბეზ დვუხ”! გეგელიათი უნდა შემოსულიყავი ან ჯანდაბას, მაჭუტაძეთი მაინც!”.
„და ამით რა იქნებოდა?” – არ შეარჩინა პარტნიორს ქარდავამ – ჩამოვიდოდი მაჭუტაძეს და ბურჯანაძეს ხელზე ხატია ჰყავს დეკანოიძე და სალომე!”
„მე რა შუაში ვარ?” – გაიფიქრა ზურაბიშვილმა და უფრო მოხერხებულად აიწია ფანჯრის რაფაზე.
მაგიდაზე კი კვლავ კარტი დარიგდა.
„კანონი და სამართლიანობა” – გამოაცხადა ბურჯანაძემ.
„ძალა ერთობაშია” – თქვა ბესელიამ.
„მიზერი” – მოულოდნელად გამოაცხადა ქარდავამ
„გავიხსნათ” – ბრძანა დავითაიამ – „დავაი, გოცირიძეთი შემოდი”
„გოცირიძე შემოვინახოთ, მაქარაშვილს შემოვაგდებ” – შეეწინააღმდეგა ანზოროვნა…
„ეხლა რა ვქნათ? სალომეთი ხომ არ ვცადოთ? თუ აპასნია?” – იკითხა ბესელიამ.
„მე რა შუაში ვარ?” – კვლავ გაიკვირვა ზურაბიშვილმა, ვეღარ მოითმინა და ფანჯრიდანვე ჩამოხტა სათათბირო ოთახში…
მაგიდაზე მას გაშლილი კარტები დახვდა, ოღონდ ჩვეული ბანქოს მაგივრად – “ქარტიის” ხელმომწერ ოპოზიციის წევრთა ფოტოსურათები. ყვავის ექვსიანი – მაქარაშვილი, გულის შვიდიანი – საბაბუაძე, ჯვრის დამა – წითლიძე, აგურის დამა – ზურაბიშვილი და ა.შ.
„მე კი მეგონა საერთო სიებზე მუშაობდით” – ნიშნის მოგებით უსაყვედურა კარტიოჟნიკებს სალომემ…
„აბა, ადექი ბიჭო” – უცებ უბრძანა ოფისის მეპატრონემ ქარდავას, – დავაი დაარიგეთ, ოღონდ ჯოკრები? ჯოკრები მაინტერესებს, ვინ არიან?”
„იასნია ვინ, ქალბატონო სალომე, როგორც ყოველთვის NDI-ს კვლევების მიხედვით – ბაქრაძე და ლომჯარია” – გაუღიმა დავითაიამ და თამაში განახლდა…””- წერს ქართველიშვილი.