რატი იონათამიშვილი: ხელმოცარული და სასოწარკვეთილი რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რათა იძალადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ იძალადონ ყველაზე, ვინც მათ მავნებლურ იდეებს არ იზიარებს.

“ხელმოცარული და სასოწარკვეთილი რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რათა იძალადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ყველაზე, ვინც მათ მავნებლურ და მზაკვრულ აზრებსა და იდეებს არ იზიარებს და ითვალისწინებს. სიძულვილი ბუმერანგივით ბრუნდება უკან და რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ერთადერთს მიიღებენ, პოლარიზაცია გაზარდეს რადიკალურ ოპოზიციაში, ასევე ძალადობას გაზრდიან საკუთარ თავებში”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები