რატი იონათამიშვილი: არაერთი ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად იყენებს და ამოფარებულია არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს
ჩვენი მიზანი იყო და არის გამჭვირვალობა, ვინაიდან დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად იყენებს და ამოფარებულია არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, სინამდვილეში კი პოლიტიკური, თანაც რადიკალური ორგანიზაციაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობა არაჯანსაღი პროცესების პრევენციას მოახდენს.
„შესაბამისად, გამჭვირვალობა მსგავსი არაჯანსაღი პროცესების პრევენციასაც მოახდენს და საბოლოო ჯამში გაზრდის სანდოობას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ვინც კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მიზნებსა და ამოცანებს, ემსახურებიან ადამიანების ინტერესების დაცვას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.