პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერეს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების სიას ავრცელებს.

კერძოდ, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას“ დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა:

„საქართველოს მწვანეთა პარტია“ – გია გაჩეჩილაძე, „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია, „დროა“ – ელენე ხოშტარია, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია, „კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანი, „ლელო საქართველოსთვის“ – მამუკა ხაზარაძე, „ახალი“ – ნიკა მელია, „მოქალაქეები“ – ქეთევან თურაზაშვილი, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ – კახაბერ დვალიშვილი, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – ირაკლი ჯამბურია , „სტრატეგია აღმაშენებელი“ – პაატა მანჯგალაძე, „ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია, „რესპუბლიკური პარტია“ – დავით ბერძენიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თინა ბოკუჩავა, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა.

ამასთან, „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, თამარ კორძაიამ, ხატია დეკანოიძემ და არმაზ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები