“ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვა და ხალხი დამარცხებულია” – არჩილ გორდულაძე
“ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვა და ხალხი დამარცხებულია”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა.
როგორც არჩილ გორდულაძემ “იმედის კვირას” განუცხადა, გამჭვირვალობის კანონს არ ჰყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები.
“არ შეიძლება, ერთი მხრივ, მოუწოდებდე, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ საჯარო მოხელე, რომ შემოსავლები და ფინანსები გამჭვირვალე იყოს და, ამავე დროს, არც კი კადრულობდე, რომ გაასაჯაროო თუნდაც ის პროექტები, რაშიც თანხები იხარჯება. სამწუხაროდ, იმასაც ვნახულობთ ხოლმე, რომ კანონმდებლობით აკრძალულია უცხო ქვეყნებიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და ვხედავთ, რომ გამონახულია მარტივი გზა, რომლის საშუალებითაც პოლიტიკური პარტიები შემოვლითი გზით იღებენ დაფინანსებას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.