„ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ფარდას ახდის იმას თუ რომელი პოლიტიკური პარტია საიდან, რომელი დონორის მხრიდან  ფინანსდებოდა, თუნდაც 2023 წელს. ვინაიდან, პირველი დეკლარაციის შევსება ეხება 2023 წლის მონაცემებს და უკვე სექტემბერში უნდა წარადგინონ. ძალიან საინტერესო იქნება სექტემბერში რას ჩაწერს USAID -ი „კანვასის” პოლიტიკური ტექნოლოგების ჩამოყვანის მიზეზად? როგორც მინიმუმ ორი ვერსია მოვისმინეთ. ერთი, რომ ეს იყო კულტურის მუშაკებთან ტრენინგები და მეორე გულის ამაჩუყებელი ვერსია – თითქოს, ბავშვთა ონკოლოგიის საკითხებზე იყვნენ ჩამოსულები. საინტერესოა, რას ჩაწერენ დეკლარაციაში, მთელი საქართველო ელოდება ამას.
ყველაფერი კარგად იქნება საქართველოსთვის, მთავარია არ დავუშვათ შეცდომა. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, მე მათ მოწინააღმდეგეს ვერ ვუწოდებ. ეს არის მოტყუებული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების მასა, საიდანაც ერთმა პროცენტმა იცის ზუსტად რას აკეთებს, დანარჩენი მიყვება ამ დაქოუჩებულ და დატრენინგებულ სტიგმებს. საბოლოო ჯამში, მთელს მსოფლიოში დაინახავენ ამ ძირეულ ცვლილებებს, რომელიც მოიცავს ამერიკას, ევროკავშირს, ახლო აღმოსავლეთს და მათ შორის საქართველოს და ყველა მიხვდება, რა სისულელის მხარეს იდგა, რა სიგიჟეს უჭერდა მხარს და რა ენით აღუწერელ, გაუგონარ სტიგმას იზიარებდა 2 წლის განმავლობაში. ამ ყველაფერს ჩვენ დავინახავთ,” – აღნიშნა ქართველიშვილმა.