“ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, ამას ალტერნატივა არ აქვს” – სააკაშვილი

“უახლოეს საათებში ,,ნაციონალური მოძრაობა”, მათ შორის, ჩემი მხარდაჭერით, მოაწერს ხელს სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენის ქარტიას”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოდან ონლაინჩართვისას განაცხადა, სადაც მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

“ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი რაოდენობის პოლიტიკური ძალები მიუერთდნენ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას. ამას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები