პარტიები დღეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქარტიას ხელს აწერენ
პოლიტიკური პარტიები დღეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქარტიას ხელს აწერენ.
ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ქარტიას უერთდება ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, თუმცა ნაწილს ქარტიასთან მიმართებით გარკვეული შეკითხვები აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქარტია 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.