შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილთან რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად ომის ქარტია დაერქვა

„მე დღეს ხელი მოვაწერე კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება. ხოლო, დღეს სალომე ზურაბიშვილთან რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად ომის ქარტია დაერქვა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ცალ მხარეს არის ომის ქარტია და მეორე მხარეს არის მშვიდობის წამხალისებელი კანონი.

,,ომის ქარტია დაერქვა, ვინაიდან აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომლებიც ორი წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმებით ექაჩებოდნენ ომში და ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც და შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, საქართველო იქნებოდა გახვეული ომში და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ამ პარტიების, ომის ქარტიას ეწერება დღეს ხელი. ამიტომ, ცალ მხარეს არის ომის ქარტია და მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციის და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს შალვა პაპუაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები