საბაჟო ოფიცერი ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო დეპარტამენტთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო – გამშვები პუნქტის ოფიცერი გიორგი მეფარიშვილი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საფოსტო გზავნილში მოთავსებულ ბავშვის სხვადასხვა სათამაშოში მოაწყო სპეციალური სამალავი, რის შემდეგაც საბაჟო კონტროლისგან მალულად, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურმა მეფარიშვილი საქართველოს საზღვარზე ოქროს გადმოტანის ფაქტზე აიყვანა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5-წლამდე ვადით.