შალვა პაპუაშვილი: ბოლო სასესიო კვირას იქნება პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში – საინტერესოა ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას

,,ბოლო სასესიო კვირას იქნება პრემიერ-მინისტრის ანგარიში უკვე პლენარულ სხდომაზე. საინტერესოა ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ინტერპელაციის ფორმატში პრემიერთან დისკუსიაში შესვლა ვერ გაბედა.

„პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე წარმოდგენილია ტექსტის სახით. პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გაეცნონ. ბოლო სასესიო კვირას იქნება პრემიერ-მინისტრის ანგარიში უკვე პლენარულ სხდომაზე. საინტერესოა ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა და არც ერთხელ არ მიმართა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ინტერპელაციით. მათ შეეძლოთ ყოველ თვე ირაკლი კობახიძე დაებარებინათ პარლამენტში ინტერპელაციის წესით, და ვერც კი გაბედეს, რომ დისკუსიაში შესულიყვნენ ინტერპელაციის ფორმატში. ვნახოთ, წლიური ანგარიშის ფორმატში მაინც გაბედავენ მოსვლას და დასწრებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები