“პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს” – პაპუაშვილი

“პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, “ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში”.

“ყველაზე იმედგამაცრუებელი ამ ყვირილით ჩახშობილ დისკუსიაში, ალბათ, ის იყო, რომ ორი თვის განმავლობაში არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, არცერთი უცხო დონორი, არცერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად იყო, ნებაყოფლობით ეკისრა ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება. არცერთი. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი, პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები