პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ გამჭვირვალობის კანონი გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას.
მისივე თქმით, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს.
,,ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. და რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. და ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი.
და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის და სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე – საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი – დადგე საქართველოს მხარეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.