“ძველი და ახალი „ნაცები“ არიან სალომესთან, სალომე ცდილობს, რომ თავისი ავტორიტეტი ამ მცირე ჯგუფთან ერთად გაზარდოს” – გია ვოლსკი

„ახალი ლიდერის სახის შექმნა ლევან ხაბეიშვილისგან არ გამოვა, არც მელიასგან გამოვა და არც გვარამიასგან გამოვა. თუ პირდაპირ არა, ირიბად ზოგს ადამიანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ “იმედის კვირასთან” ისაუბრა.

“აქედან გამომდინარე, საჭიროა ახალი ლიდერი, რომელი ქმნის ქარტიას და ამ ქარტიაში, როგორც ხედავთ, უცებ, გადაუდებლად ერთიანდება „ნაცმოძრაობა“ – ძველი და ახალი.

ძველი და ახალი „ნაცები“ არიან სალომესთან, სალომე ცდილობს, რომ თავისი ავტორიტეტი ამ მცირე ჯგუფთან ერთად გაზარდოს და ახალგაზრდებს მიაწოდოს საკუთარი თავი, როგორც პროევროპულმა. როგორც თავად აცხადებს, მათთან ერთად არის, მაგრამ ცოტა ზემოთ – თავისი ამპარტავნობით, თავისი დამოკიდებულებებით ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ სწორედ ის არის ლიდერი, რომელიც ევროპისკენ წაიყვანს საქართველოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები