“გამჭვირვალობის კანონმა, საბოლოოდ, უნდა მოგვცეს სიმშვიდე ქვეყანაში და მივცეთ ქვეყანას შესაძლებლობა, რომ წყნარ, სტაბილურ ვითარებაში განვითარდეს” – გიორგი კახიანი
მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა “იმედის კვირასთან” საუბრისას გამჭვირვალობის კანონი კიდევ ერთხელ შეაფასა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ კანონმა, საბოლოოდ, ქვეყანას მშვიდობა უნდა მოუტანოს.
“ამ კანონმა, საბოლოოდ, უნდა მოგვცეს სიმშვიდე ქვეყანაში და მივცეთ ქვეყანას იმის შესაძლებლობა, რომ წყნარ, სტაბილურ ვითარებაში განვითარდეს, ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მის განვითარებაზე, სოციალურ პროექტებზე და ა.შ. – იმაზე, რაც არის მოსახლეობის ინტერესში.
ერთ მხარეს იყო ძალა, რომელიც ცდილობდა მთლიანად პროცესის დისკრედიტაციას, დისკუსიაში არშემოსვლას და თვითონ ძალიან მარტივი გამოსავალი ნახეს – კანონს დაარქვეს რუსული. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით დაგვენახებინა მათთვის საით არის სწორი მხარე და საით არის სიმართლე. ვფიქრობ, ვისაც ამის დანახვა უნდოდა, დაინახავდა და შემთხვევით არ არის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ კანონს დღეს მხარს უჭერს“, – განმარტა გიორგი კახიანმა.