5 ნივთი, რომლის პოვნასაც უბედურება მოაქვს – პოპულარული ცრურწმენები
ბევრი თვლის, რომ ნივთები ადამიანების ენერგეტიკას „აგროვებენ“ და თითქოს, პატრონის „ანაბეჭდებს“ ინახავენ. ცალკეული ნივთები, რომლებიც თილისმის როლს ასრულებენ, ზოგჯერ წარუმატებლობასა და უარყოფით ენერგიას „ისრუტავენ“. ზოგიერთი ადამიანი ამ ყველაფერს იმისათვის იყენებს, რომ სპეციალური, მაგიური ხერხებით ნივთებს „წყევლა გადასცეს“.
უარყოფით ენერგიით „გაჟღენთილ“ ნივთს ხალხმრავალ ადგილებში ტოვებენ, სადაც არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ გამვლელი ნაპოვნი ნივთით მოიხიბლება, აიღებს და სახლში წაიღებს. ამ ცრურწმენების თანახმად, ნივთის პოვნიდან მალევე ადამიანის ცხოვრებაში „შავი ფაზა“ იწყება: უარესდება ჯანმრთელობა, იკარგება ფული და ა.შ.
ახლა მოგიყვებით 5 პოპულარულ ნივთზე, რომლის გარეთ პოვნასაც, მსგავსი ცრურწმენების თანახმად, ცუდი შედეგი მოსდევს.
ბეჭდები
თითქმის, ყველა საიუველირო ნამუშევარი, რომელიც შეიძლება ქუჩაში იპოვოთ და აიღოთ – საფრთხეს წარმოადგენს. ეზოთერიკოსები აღნიშნავენ, რომ, მფლობელთან მჭიდრო კავშირის წყალობით, ბეჭდები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. დროთა განმავლობაში უხილავი კავშირი სულ უფრო ძლიერი ხდება. ხშირ შემთხვევაში, ბეჭდით „გადმოდის“ უბედური სიყვარული, მარტოობა, წყევლა და ა.შ. სხვა ადამიანის უბედურების „გადმოდება“ სხვისი ბეჭდის მოსინჯვის შემთხვევაშიც შესაძლებელია, ამიტომ, ამ ცრურწმენის თანახმად, მიწიდან სხვისი საიუველირო სამკაულის აღება კატეგორიულად არ შეიძლება.
რბილი სათამაშოები
ეს საყვარელი ნივთები უწყინრად გამოიყურებიან და სიფრთხილის გრძნობას გვიქვეითებენ. „დაკარგულ“ რბილ სათამაშოსთან შეხებით, დიდი ნეგატივის მიღებაა შესაძლებელი. განსაკუთრებით საშიშია ხელნაკეთი სათამაშოები. ყველამ იცის, რომ ვუდუს მიმდევრები იყენებენ ხელნაკეთ თოჯინებს მაგიური რიტუალებისთვის. რბილი სათამაშო გამოიყენება სასიკვდილო ავადმყოფობის, უშვილობის და იმპოტენციის გადასადებად. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ ეს ნივთი გზაჯვარედინზე იპოვეთ.
მონეტები
მეტალის ნივთები არა მხოლოდ ელექტროობას, არამედ ნეგატიურ და პოზიტიურ ენერგიასაც ატარებენ. ფაქტობრივად, მონეტა აკუმულატორივით „იმუხტება“. მათ ხშირად იყენებენ თილისმის სახით. მონეტის „დამუხტვა“ გასამდიდრებლადაც შესაძლებელია და სპეციალური რიტუალების გამოყენებით, ფინანსური წარუმატებლობის სხვა ადამიანისთვის გადასაცემადაც.
სავარცხალი
დღეს, ალბათ, არავის მოუვა თავში აზრად, ქუჩაში დაგდებული სავარცხალი აიღოს და იხმაროს. ალბათ, კიდევ უფრო უცნაური იქნება სავარცხალი, რომელიც გზაჯვარედინზე დევს. ასეთი ნივთები, ისევე როგორც ბეჭდები, მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ ძველ პატრონთან. სავარცხალი ისრუტავს ადამიანის ყველა ემოციას: ბედნიერებიდან დაწყებული, ღრმა მწუხარებით დამთავრებული. სხვისი ემოციები არ არის ამ ნივთის ერთადერთი საჩუქარი. ხშირად სავარცხალს „იყენებენ“ იმისთვის, რომ ადამიანი გააბრუონ, აიძულონ გარკვეული ქმედებების ჩადენა და შთააგონონ გარკვეული აზრები. კიდევ უფრო ხშირად მოსაჯადოებლად და კონკრეტული ადამიანის შესაყვარებლად იყენებენ.
გასაღები
ყველასთვის არ არის ცნობილი, რომ გასაღები მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით არ გამოიყენება. ჯადოქრები საკუთარი საქმიანობისთვის, სხვადასხვა ნივთებთან ერთად, ჩვეულებრივ გასაღებსაც იყენებენ. არსებობს სპეციალური რიტუალები, რომლებიც უბედურების „ჩაკეტვას“ ახდენენ. მაგიური ოპერაციის დასრულების შემდეგ გასაღებს აგდებენ. შემთხვევითი ადამიანი გასაღების აღებისას ამ გასაღებით ჩაკეტილ უბედობას „ხსნის“.