ბორჯომში, ,,პლატოზე” ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები მოეწყობა

ბორჯომში, ე.წ ,,პლატოზე” ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები მოეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

პროექტი მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, ასევე, მოეწყობა ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და საპარკინგე სივრცე.

ამასთან, დამონტაჟდება ტენისის მაგიდა და საპარკე სკამები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები