ღაზაში, ბოლო ერთ დღეში, ისრაელის სამხედრო ოპერაციას 78 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში, ბოლო ერთ დღეში, ისრაელის სამხედრო ოპერაციას 78 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 15, ქალაქ რაფაჰში დაიღუპა.

ისრაელის არმია რაფაჰში, ხან იუნისში და სხვა დასახლებულ პუნქტებში ოპერაციებს აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ისრაელის არმიის ტანკებმა ეგვიპტის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ რაფაჰის ცენტრს მიაღწიეს.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი ცაჩი ჰანეგბის განცხადებით, ღაზის სექტორში ომი, სულ მცირე, 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ, პალესტინელ მსხვერპლთა რიცხვი 36 ათასს აჭარბებს, ასევე, სულ მცირე 81,420 ადამიანია დაშავებული ისრაელი-ჰამასის ბრძოლის შედეგად.

ღაზაში ათობით ადამიანი კვლავ ტყვედ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები