უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე: შეიარაღებულ ძალებს უკვე 600-ზე მეტი პატიმარი შეუერთდა – მობილიზაციის სურვილი 4 000-ზე მეტმა მსჯავრდებულმა გამოთქვა

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ოლენა ვისოცკა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე 600-ზე მეტი პატიმარი შეუერთდა და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება.

მისივე თქმით, 29 მაისის მდგომარეობით, მობილიზაციის სურვილი 4 000-ზე მეტმა მსჯავრდებულმა გამოთქვა.

როგორც ოლენა ვისოცკამ აღნიშნა, მანამდე მოხალისე პატიმრები სამხედრო სამედიცინო შემოწმებას და მეთაურებთან გაცნობის პროცედურას გადიან.

„მსჯავრდებულები, რომლებიც ახლა აპირებენ სამსახურს, ამას აკეთებენ სრულიად კონტროლირებად – გადამოწმების შემდეგ, კანონის შესაბამისად. მათ კანონის შესაბამისად მოამზადებენ და შეასრულებენ სამუშაოს, რომელიც მნიშვნელოვანია ფრონტზე. არაა აუცილებელი იარაღი გამოიყენონ, მაგრამ თუნდაც იარაღის გამოყენებით, მე უკვე მივიღე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პირველმა მსჯავრდებულმა აიყვანა ტყვედ რუსი სამხედრო“, – დასძინა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები