ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ 52 გრადუსს გადააჭარბა – გაუსაძლის სიცხეს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 52.3 გრადუსი დაფიქსირდა.

რაჯასტანის უდაბნოს შტატში გაუსაძლის სიცხეს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის 37-ზე მეტ ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ქალაქი წყლის დეფიციტს განიცდის, ზოგიერთ რაიონში კი მიწოდება შეწყდა, რის გამოც წყლის გაფლანგვის ფაქტების შემთხვევაში შეზღუდვები დაწესდება.

გარდა ამისა, ქალაქში ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება ყველა დროის მაქსიმუმამდე გაიზარდა. მოსახლეობა გაუსაძლის სიცხესთან საბრძოლველად გაგრილების სხვადასხვა საშუალებებს, კონდიციონერებსა და ჭერის ვენტილატორებს იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები