თეთრმა სახლმა სკოლებისთვის ელექტრო ავტობუსების შესაძენად 900 მილიონი დოლარი გამოყო
თეთრმა სახლმა 530 სასკოლო რაიონისთვის თითქმის 900 მილიონი დოლარი გამოყო, რაც აღნიშნულ სკოლებში ძველი, შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტობუსების სუფთა, ელექტრო ავტობუსების მოდელებით ჩანაცვლებას მოხმარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული ინიციატივა აშშ-ის “გარემოს დაცვის სააგენტოს” სუფთა სასკოლო ავტობუსების 5-წლიან პროგრამაში მესამე ეტაპია, რომელიც 2021 წელს ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონის ფარგლებში შეიქმნა და მისთვის $5 მილიარდი გამოიყო.
თეთრი სახლის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სააგენტოს დაფინანსება ავტობუსებს 3 400 სკოლაში განაახლებს, საიდანაც 92% ელექტროძრავიანი იქნება. მათივე თქმით, დაფინანსების 67% სატომო და სასოფლო თემებში გადანაწილდება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს სასკოლო ავტობუსების პროგრამა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომელიც საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ძველი ავტობუსებისგან ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას ისახავს მიზნად.