ბელარუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
დღეს მინსკში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ბელარუს კოლეგას, სერგეი ალეინიკს შეხვდა – ბელარუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს არაერთი სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო საკითხები. სამუშაოს აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სამრეწველო თანამშრომლობის, ჯანდაცვის, ფარმაცევტული, მშენებლობის, სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებზე.
„ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით რეაქტორების მშენებლობისას ბელარუსის მიერ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
აღსანიშნავია, რომ სერგეი ალეინიკისა და პიტერ სიიარტოს ორმხრივი შეხვედრის გარდა, მინსკში ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის ბელორუსი-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
მისწერეთ ინგა ქვარცხავა