ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად თავისი ყოფილი პირადი მცველი, ალექსეი დიუმინი დანიშნა
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად თავისი ყოფილი პირადი მცველი, ალექსეი დიუმინი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
71 წლის პუტინი ახალ ექვსწლიან ვადას იწყებს და დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას დიუმინის სახელმწიფო საბჭოს მდივნად გადაყვანაზე.
როგორც კრემლის ყოფილმა მრჩეველმა სერგეი მარკოვმა ამ თვის დასაწყისში თქვა, ბევრს სჯერა, რომ პუტინი დიუმინს თავის მემკვიდრედ ხედავდა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დიუმინის სახელი, დიდი ხანია მოსკოვის პოლიტიკურ ელიტაში სპეკულაციის საგანია.
ინფორმაციისთვის, 51 წლის დიუმინი გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 14 მაისამდე ის ტულის ოლქის გუბერნატორი იყო. მეხუთე ვადით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი, პუტინმა ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სპორტის საკითხებში პირად თანაშემწედ დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ალექსეი დიუმინი რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურში, რომელიც კრემლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, 1995 წელს გაწევრიანდა. ის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში, პირადი დაცვის წევრი იყო. მოგვიანებით კი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, „გრუს“ ხელმძღვანელის თავმდჯომარე იყო.