ნიკოლ ფაშინიანი: ყოველი დღე – შესანიშნავი შესაძლებლობაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად
ყოველი დღე – შესანიშნავი შესაძლებლობაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ბაქოში ნოემბერში დაგეგმილი COP-29 შესანიშნავი შესაძლებლობაა სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად.
„პრობლემა ის არის, რომ აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმების მიღწევა. ვიმედოვნებ, შეთანხმება მიღწეული იქნება, უფრო ზუსტად, ეს შეთანხმება მიღწეულია 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში, შემდეგ სოჭში, ბრიუსელში. ძირითადი პრინციპები შეთანხმებულია, რჩება მხოლოდ მათი რეპროდუცირება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტში. ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს სამუშაო. როდესაც დავინახავთ, რომ ეს სამუშაო დასრულებულია, შედეგები შეჯამებულია და უნდა გადავიდეთ ხელმოწერაზე, ადგილის და დროის განსაზღვრა კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც შემდგომ განიხილება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.