ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დიკ სხოოფი წარადგინეს
ნიდერლანდების ახალი მემარჯვენე მთავრობის პრემიერ-მინისტრად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დიკ სხოოფი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიკ სხოოფი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოთხმა პარტიამ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ 67 წლის დიკ სხოოფი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებდა, მანამდე ის დაზვერვის და ანტიტერორისტულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.