ენტონი ბლინკენი მოლდოვაში გაემგზავრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ევროპული ტურნეს ფარგლებში, მოლდოვაში გაემგზავრა.
„კიშინიოვში მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოლდოვაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრას.
ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე ენტონი ბლინკენი უკრაინის მხარდაჭერას, ერთობლივი თავდაცვის მოდერნიზაციასა და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებას განიხილავს.