ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას, შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს
რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპული ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ თავიანთ მოწოდებებზე, როდესაც უკრაინას სთავაზობენ, რომ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის გამოყენების საშუალება მიეცეს.
„მუდმივმა ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. თუ ეს სერიოზული შედეგები ევროპაში მოხდება, როგორ მოიქცევა შეერთებული შტატები სტრატეგიული იარაღის სფეროში ჩვენი პარიტეტის გათვალისწინებით?ძნელი სათქმელია – სურთ თუ არა მათ გლობალური კონფლიქტი?“ – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, ევროპულ ქვეყნებზე საუბრისას, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან, პუტინმა განაცხადა, რომ პატარა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მცირე ტერიტორია აქვთ და ძალიან ხშირი მოსახლეობა ჰყავთ.
„მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი პატარა და მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებია, რაც გასათვალისწინებელია მანამ, სანამ დაიწყებენ საუბარს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეტევაზე“, – აღნიშნა მან.
ინფორმაციისთვს, ნატო-ს რამდენიმე ქვეყანა ფიქრობს, რომ უკრაინას დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის გამოყენების საშუალება უნდა მიეცეს.