რაფაჰში ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა

რაფაჰში, ევაკუაციის ზონაზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამედიცინო პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან სულ მცირე 12 ქალია.

ამასთან, ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის ტანკებმა ქალაქ რაფაჰის ცენტრამდე მიაღწიეს. თვითმხილველებმა ალ-ავდას მეჩეთის მახლობლად, ტანკები და ჯავშანტექნიკა დააფიქსირეს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ ოპერაციას რაფაში, თუმცა, ქალაქის ცენტრში წინსვლის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები