რომის პაპმა ეპისკოპოსებთან შეხვედრის დროს გაჟღერებული ჰომოფობიური გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა

რომის პაპმა ფრანცისკემ ბოდიში მოიხადა ეპისკოპოსებთან შეხვედრის დროს გაჟღერებული ჰომოფობიური გამონათქვამის გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რომის პაპს არ სურდა ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეკლესია ღიაა ყველასთვის“, – განაცხადა ვატიკანის პრესმდივანმა, მატეო ბრუნიმ.

ინფორმაციისთვის, იტალიურმა მედიამ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრენსისმა ეპისკოპოსებთან დახურულ შეხვედრაზე ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენა.

მედიის ცნობით, ინციდენტი მოხდა დისკუსიის დროს, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების სემინარიაში დაშვებას ეხებოდა. ფრანცისკემ იტალიელ ეპისკოპოსებს განუცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ჰომოსექსუალი ადამიანების მღვდლობაში დაშვებას, რა დროსაც მან იტალიური ტერმინი “frociaggine” გამოიყენა, რომელიც შეურაცხმყოფელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები