ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „მძევლების მიტოვების“ ტოლფასია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ოლივერ ვარჰეის ისრაელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, სადაც განუცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „მძევლების მიტოვების“ ტოლფასია.

„ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ აირჩიეს ნუხბას ტერორისტებთან თანამშრომლობა და ტერორის ურჩხულის გამოკვება“, – უთხრა კაციმ უნგრელ დიპლომატ ოლივერ ვარჰელიის.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ის არასოდეს დაუჭერს მხარს ღაზაში ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც არ მოიცავს მძევლების უპირობო გათავისუფლებას.

მისივე თქმით, „ჰამასი“ სასჯელს თუ გადაურჩება, 7 ოქტომბერი, შეიძლება, ნებისმიერ ადგილას განმეორდეს.

ამასთან, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ იმუშავებს ისრაელთან, რათა გააფართოოს ევროკავშირის სანქციები ირანის სარაკეტო, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბირთვული პროექტების წინააღმდეგ.

ინფორმაციისთვის, პალესტინის სახელმწიფო დღეს ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები