საქართველოს დელეგაციამ აშშ-ში შეხვედრები გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, გიორგი იაკობაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართა გლობალური პროგრამების მმართველი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ შეინ დენიელსონთან და საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილებების ხელმძღვანელებთან, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიწვევით დაიგეგმა.

„შეხვედრებზე ვიმსჯელეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების საკითხებზე; ასევე, გავეცანით აშშ-ის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებულ რისკებს და მათი შემცირების მეთოდოლოგიას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.
ქართული დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირების სამსახურში, სადაც რისკის შემცველი სურსათის იმპორტის კონტროლის სპეციფიკას გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები