რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ უცხოელ გეი- წყვილებს ბავშვების შვილად აყვანა აუკრძალა

  რუსეთის ხელისუფლებამ ობოლი ბავშვების გაშვილებასთან დაკავშირებით კანონში შესწორება შეიტანა, რაც გეი – წყვილებისთვის ან ერთსქესიან ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის ბავშვის შვილად აყვანას გულისხმობს. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.
,,შვილად აყვანის საშუალება ექნებათ მხოლოდ ორივე სქესის სრულწლოვან მოქალაქეებს იმ პირების ჩათვლით, რომლებიც ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებიან იმ ქვეყნების მიერ დადგენილი კანონის თანახმად, სადაც ეს დაშვებულია. ასევე იმ პირებს, რომლებიც ასეთი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ქორწინებაში არ იმყოფებიან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
2013 წლის ივლისში ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო დუმამ გაამტკიცა კანონი, რომელიც ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანას უკრძალავს. პრეზიდენტმა პუტინმა ამ კანონს ხელი ივნისში მოაწერა. კრემლის პრესსამსახურმა მაშინ გააკეთა განმარტება: ასეთი გადაწყვეტილება საჭირო მხოლოდ იმისთვის გახდა, რომ ბავშვების ფსიქიკას თავზე არ მოვახვიოთ არატრადიციული სექსუალური ქცევები, ასევე დავიცვათ ისინი კომპლექსებისგან და სულიერი სტრესებისგან. გარდა ამისა, ივნისში სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი ,,არასრულწლოვნებს შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის შესახებ“. კანონის მომხრეებმა განაცხადეს, რომ იგი მიმართულია, დაიცვას ოჯახი ტრადიციული ღირსებებით, სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველებმა კი, თავის მხრივ, საპროტესტო აქციები გამართეს მთელს მსოფლიოში რუსეთში მიღებული კანონის წინააღმდეგ და განაცხადეს, იგი რუსი გეების უფლებებს ლახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები