ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება, ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე

ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, ახალი აეროპორტი კი 19 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მლნ მგზავრი წელიწადში და ჩვენ გაანგარიშებული გვაქვს წლების განმავლობაში როგორ იქნება მგზავრთა ნაკადის ზრდა, მათ შორის, ტურისტული ნაკადების ზრდა და ჩვენ გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება. ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები