„საქართველოს რკინიგზამ“ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა
„საქართველოს რკინიგზამ“ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა.
როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 26 მაისისა და „საქართველოს რკინიგზის“ თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთები 26-ე ადგილზე შეიძინეს.
კომპანიის ცნობით, დღესვე, 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში საქართველოს ჰიმნი შესრულდა.