ნინო ფოჩხუა: 26 მაისის აღლუმზე ტრიბუნასთან იდგა ქალი, რომელიც უტიფრად აბრალებდა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას იმას, რასაც თავად აკეთებს და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების მონაწილეა
დღეს, 26 მაისის აღლუმზე, ტრიბუნასთან იდგა ქალი, რომელიც უტიფრად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, აბრალებდა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას იმას, რასაც უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, თავად აკეთებს და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების მონაწილეა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას დამოუკიდებლობის დღეზე.
ფოჩხუას შეფასებით, ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სრულიად სამართლიანად დაიმსახურა მოქალაქეების პროტესტი.
“როგორი გულწრფელიც აქ იყო ეს ქალი, ისევე გაიარა პრეზიდენტობის გზა დღემდე. დღეს, 26 მაისის აღლუმზე, ტრიბუნასთან იდგა ქალი, რომელიც უტიფრად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, აბრალებდა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას იმას, რასაც უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, თავად აკეთებს და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების მონაწილეა. სრულიად სამართლიანად, სტვენის და შეძახილების ფონზე, აგრძელებდა იმ ტყუილებით გაჯერებული ტექსტის კითხვას, რაც დაუწერეს, (ხომ უნდა შეესრულებინა დავალება) თუმცა არც გამკვირვებია, მას ხომ არც თავმოყვარეობა, არც მორალი და არც ღირსება არ გააჩნია. მიხარია, რომ უკანასკნელად ვხედავ ამ ქალს ტრიბუნასთან და ევროპულ მომავალს მის გარეშე გავაფორმებთ. გავიმეორებ ჩვენი ღირსეული პრემიერის სიტყვებს, ღმერთის ეშინოდეს.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.