მადრიდში ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმოდგენა გაიმართა

ესპანეთში, ქ. მადრიდში, ალკალას თაღის ქვეშ, ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმოდგენა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები