სახალხო დამცველი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სახალხო დამცველი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
,,დამოუკიდებლობის დეკლარაციით საქართველომ 1918 წლის 26 მაისს გამოხატა მისწრაფება, იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც „თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა”, სადაც ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია და აკრძალულია დისკრიმინაცია”,- წერია მილოცვაში.