ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს.

თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მირზა გელაშვილმა LinkedIn-ზე დაწერა.

„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს.

შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს – განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე – მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“- წერს მირზა გელაშვილი სოციალურ პლატფორმაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები