პროკურორი: ეს იყო გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა, ბრალდებული მეუღლეს ჩაცმის სტილს უზღუდავდა, სახლიდან გასვლას უკრძალავდა – ცოლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, გიორგი ფირაშვილმა მისი 20 წლის ცოლი მარიამ სოფრომაძე და სიდედრი დისკრიმინაციული მოტივით მოკლა.

“ეს იყო დისკრიმინაციული მოტივით, გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა, შესაბამისად, მას სხვა, კონკრეტული მოტივი არ გააჩნდა.

დისკრიმინაციისა და ძალადობის სხვადასხვა ხერხებს იყენებდა, ეს იყო ჩაცმის სტილის შეზღუდვა, სახლიდან გასვლის აკრძალვა, მობილური ტელეფონით თუ პირადად კომუნიკაციის უფლების გამორიცხვა საკუთარ ოჯახის წევრებთან და მშობლებთანაც კი,

ეს მოხდა ყოველი მიზეზის გარეშე, წინმსწრებ კონფლიქტს უშუალოდ დანაშაულის დილას არავინ ადასტურებს, ისინი ერთად იყვნენ პოლიკლინიკაში მისულები ბავშვთან ერთად”, – აღნიშნა პროკურომა.

ინფორმაციისთვის, ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები