გერმანიიდან წელს დეპორტირებული ქართველების რიცხვი გაზრდილია

გერმანიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბევრად მეტი ადამიანია დეპორტირებული, ვისაც რეზიდენტის სტატუსი არ გააჩნია.

ამის შესახებ Welt-ი წერს.

კერძოდ, მარტის ბოლოსთვის ბინადრობის უფლების არმქონე 4791 პირია გაძევებული, რაც გასულ წელთან შედარებით 34%-ით მეტია.

გაძევებულთა შორის ყველაზე მეტი ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეა, შემდეგ – თურქეთი და საქართველო.

ამავე დროს, პირველ კვარტალში დაგეგმილი 7 048 გაძევება არ შედგა, რადგან რეპატრიანტების მოძებნა გართულდა ან რეისები გაუქმდა.

მემარჯვენე პოლიტიკოსმა, კლარა ბიუნგერმა ფედერალური მთავრობა “სადეპორტაციო მანიაში” დაადანაშაულა, “ისეთი განცდაა, რომ მთავრობის მხრიდან მორალური აკრძალვები იშლება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები