83 საათი კუბოში – ცოცხლად დამარხული გოგონას ისტორია

ადამიანის გატაცება მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება. გასაკვირიც არაა, რომ დამნაშავეები ყველანაირად ცდილობენ, მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოუძიებელი დარჩეს, ამიტომაც მსხვერპლს საგულდაგულოდ მალავენ. მაგალითად, 20 წლის ამერიკელი ბარბარა ჯეინ მეკლი მიწის ქვეშ, ნამდვილ საფლავში, წინასწარ მომზადებულ კუბოში დამალეს.

 გატაცება

ბარბარა გაიტაცეს 1968 წლის დეკემბერში ჯორჯიას შტატიდან, სადაც გოგონა დედასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი მეკლის კოლეჯიდან ატლანტაში, სახლში მიდიოდნენ. დედამ ქალიშვილი სტუდენტური კამპუსიდან წამოიყვანა, ვინაიდან ავად გახდა. იმ დროს მსოფლიოში ჰონკონგის ვირუსი იყო მოდებული, რომელმაც, დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

Bigpicture.ru Как пение помогло Барбаре Джейн Мэкл выжить трое суток в могиле
ბარბარა მეკლი

17 დეკემბერს დედა-შვილი ღამეს სასტუმროში ათევდა. კარზე ორმა პოლიციელმა დააკაკუნა. მათ აცნობეს, რომ ბარბარას საქმრო, სტიუარტ ვუდვორტი ავარიაში მოყვა. „პოლიციელები“ ნომერში შევიდნენ და დედა ქლოროფორმით დააძინეს, ხოლო ბარბარა იარაღის მუქარით მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.  ცხადია, ისინი პოლიციელები არ იყვნენ. ერთ-ერთი გახლდათ 23 წლის რეციდივისტი გერი კრისტი, რომელიც ახალი გამოსული იყო ციხიდან, ხოლო მისი პარტნიორი, საერთოდაც, მამაკაცის უნიფორმაში გადაცმული ქალი. მას რუთ ეიზემან-შირი ერქვა და მასაც მდიდარი კრიმინალური წარსული ჰქონდა.

Bigpicture.ru Как пение помогло Барбаре Джейн Мэкл выжить трое суток в могилеjpg
გერი კრისტი

 

გერი პირველად ქურდობისთვის გაასამართლეს, შემდეგ ავტომობილების გატაცებისთვის დააპატიმრეს. ბოლოს ციხიდან გამოსულმა გადაწყვიტა, აღარ „დაწვრილმანებულიყო“. ის გეგმავდა, რომელიმე შეძლებული ოჯახის წევრი გაეტაცებინა და სოლიდური გამოსასყიდი მოეთხოვა. რამდენიმე ვარიანტის გადამოწმების შემდეგ დამნაშავემ თავისი არჩევანი ამერიკელი მილიონერის ქალიშვილზე, ბარბარა მეკლიზე შეაჩერა.

83 საათი კუბოში

გოგო თვალებახვეული მიიყვანეს მოფარებულ ადგილზე, სადაც ამ საშინელი ოპერაციისთვის ყველაფერი წინასწარ მომზადებული იყო. ბარბარა ჩააწვინეს ყუთში, რომელიც კუბოს ჰგავდა. შიგნით უკვე მოეთავსებინათ ჰაერის ტუმბო, სანათი ელემენტებით, ცოტა საკვები და სასმელი წყლის მარაგი. წყალში გამტაცებლებმა წინასწარ დაამატეს დამამშვიდებელი. კუბოში ჩაწვენილ ბარბარას სურათი გადაუღეს პლაკატით, რომელზე დატანილი იყო წარწერა – „გატაცებულია“. ამის შემდეგ ყუთს თავი დაახურეს, თხრილში ჩადეს და მიწა მიაყარეს.

Bigpicture.ru Как пение помогло Барбаре Джейн Мэкл выжить трое суток в могиле

მოგვიანებით, თავის წიგნში – „83 საათი განთიადამდე“ – მეკლი წერდა:

„ვყვიროდი და ვყვიროდი. სახურავზე მიწის დაცემის ხმა სულ უფრო შორს მიდიოდა. ბოლოს აღარაფერი მესმოდა, მაგრამ ამის შემდეგაც ვაგრძელებდი დიდხანს ყვირილს“.

გოგონა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჰაერის ტუმბო მუშაობდა, ყუთში ჰაერი შემოდიოდა. გვერდით ჰქონდა საკვები და წყალი, მაგრამ ეს არ ამშვიდებდა. ბარბარამ არ იცოდა, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული გამტაცებლებს და ეშინოდა, რომ მას, უბრალოდ, საფლავში დატოვებდნენ. პანიკაში რომ არ ჩავარდნილიყო, თავისი ცხოვრებიდან სხვადასხვა კარგი მომენტების გახსენება დაიწყო, შემდეგ კი, საშობაო სიმღერების მღერა. მართალია, მეკლი ყურადღების გადატანას ცდილობდა, მაგრამ შიგადაშიგ თავში ცუდი აზრებიც მოსდიოდა. მდგომარეობა გაცილებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც სანათში ელემენტები დაჯდა.

„ჩემს თავს ვუთხარი, მე აქ მოვკვდები-მეთქი. რამდენჯერმე ჩავვარდი სასოწარკვეთილებაში და ვფიქრობდი, რომ ეს ადგილი ჩემი საფლავი გახდებოდა. წარმოვიდგენდი, ვინ და როდის მიპოვიდა. შესაძლოა, ფერმერი ან მშენებლები… როდის მოხდება ეს? ათი, ოცი წლის შემდეგ? … შემცივდა, მთელი სხეული მტკიოდა. სულ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი“.

გამოსასყიდი

გერი კრისტს  სჭირდებოდა ადამიანი, რომლისთვისაც გამოსასყიდს გადაიხდიდნენ, მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი პირობა. გამტაცებელი ირჩევდა მსხვერპლს კარგი ჯანმრთელობით, რომელიც მიწის ქვეშ დამწყვდევას გადაიტანდა. ის არ შემცდარა, გოგონამ, საბედნიეროდ, გაუძლო ამ წვალებას და საფლავში სამ დღეზე მეტი გაატარა.

Bigpicture.ru Как пение помогло Барбаре Джейн Мэкл выжить трое суток в могилеwebp
რუთი და გერი

კრისტმა და მისმა თანამზრახველმა ბარბარას ფოტო მის მამას გაუგზავნეს. ისინი გამოსასყიდს ითხოვდნენ – 500 ათას დოლარს, რაც, დღევანდელი კურსით, 3.5 მილიონ დოლარს შეადგენს. ცხადია, მამა დათანხმდა უცნობისთვის ფულის გადახდას, მაგრამ მომენტისთვის, როდესაც გამტაცებლები მას თანხის გადაცემაზე შეუთანხმდნენ, ბარბარას საფლავში უკვე ორი დღე ჰქონდა გატარებული.

ფულის გადაცემის პირველი მცდელობა წარუმატებელი იყო. გამტაცებლები შემთხვევით გავლილმა პოლიციის მანქანამ შეაშინა. თავის მხრივ, სამართალდამცავებმაც შენიშნეს გამტაცებლების მანქანა და დაიმახსოვრეს.

ფულის გადაცემა მეორედაც არ მოხერხდა. გოგონას მშობლები შეშინებულები იყვნენ – მათ სულ უფრო და უფრო არ სჯეროდათ ამ ამბის კეთილი დასასრულის. პოლიციაც დროს ფუჭად არ კარგავდა. მათ დაადგინეს, რომ ზემოთ აღნიშნული მანქანა ვინმე ჯორჯ დიკონს ეკუთვნოდა. პოლიციამ ისიც დაადგინა, რომ დიკონი ფულს ყუთების დამზადებით შოულობდა. შემდეგ გაირკვა, რომ ამ სახელის ქვეშ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი გერი კრისტი იმალებოდა. ხოლო ამის შემდეგ მისი თანამზრახველის სახელიც გახდა ცნობილი – რუთ ეიზემან-შირი.

გათავისუფლება

ფულის გადაცემის მესამე მცდელობისას ყველაფერი კარგად წავიდა. რობერტ მეკლის მაინც არ უთხრეს, სად იყო ქალიშვილი, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. FBI-ის აგენტებმა დაადგინეს, სად ჰქონდათ ბოროტმოქმედებს შტაბ-ბინა. მის ახლოს კი იპოვეს პატარა გორაკი, რომელზეც ახალი მიწა იყო მიყრილი – ის საფლავს ჰგავდა.

როდესაც პოლიციელმა ყუთს თავი მოხსნა, ბარბარას პირველი სიტყვები გაიგო:

„თქვენ ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ხართ, რომელიც ოდესმე მინახავს.“

Bigpicture.ru Как пение помогло Барбаре Джейн Мэкл выжить трое суток в могилеb98c16846209731bde0111ee1561c599

გოგონა გაუწყლოებული იყო, მაგრამ სავსებით ჯანმრთელი. გამტაცებლები ძალიან მალე დააკავეს. კრისს 10 წელი მიუსაჯეს, ხოლო რუთს – 4. გასაკვირია, მაგრამ ეს კრისტის უკანასკნელი პატიმრობა აღმოჩნდა.

სასჯელის მოხდის შემდეგ ის წარსულს გამოემშვიდობა და ექიმობა ისწავლა. რუთი გათავისუფლების შემდეგ ჰონდურასში წავიდა. ბარბარა მეკლი თავის შეყვარებულზე გათხოვდა და ოთხი შვილი გააჩინა.

წყვილი ახლაც ფლორიდაში ცხოვრობს და უკვე შვილიშვილებს ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები