პოპულარული გამოცემა ELLE-ის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE უნგრული რედაქციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა თბილისის ტურისტული ადგილები მოინახულეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებს, ქართულ სამზარეულოსა და თანამედროვე მოდის ტრენდებს.

ELLE-ის უნგრული რედაქცია ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მოდისა და კულტურის შესახებ ვრცელ სტატიას ამზადებს, რასაც გამოცემის მკითხველები გაეცნობიან, როგორც ELLE-ის ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები